აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა გომელაურსა და კეზევაძეს სანქციები მედიის წარმომადგენლების, ოპოზიციისა და დემონსტრანტების მიმართ სასტიკი რეპრესიების გამო დაუწესა.
“საქართველოში არჩევნების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს წამყვანმა ოფიციალურმა პირებმა სასტიკი რეპრესიები დაიწყეს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, მათ შორის ჟურნალისტებზე მიზანმიმართული თავდასხმა და ძალადობა" – განაცხადა ტერორიზმისა და ფინანსური დაზვერვის საკითხებში ხაზინის მდივნის მოვალეობის შემსრულებელმა, ბრედლი ტ. სმითმა.
ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი აშშ-ს მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის დასანქცირებაზე კომენტარს აკეთებს:
"ტრამპი მოვა და მოგიხსნის ვახო, არ ინერვიულო".