აშშ-ის პრეზიდენტად არჩეულმა დონალდ ტრამპმა, 7 დეკემბერს განახლებული პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის კვლავ გახსნის ცერემონიამდე ელისეს სასახლეში განაცხადა, რომ მსოფლიო “ცოტა შეიშალა”.
ეს ტრამპმა თქვა, როცა ის შეხვდა მასპინძელს, საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს, პრეზიდენტად არჩევის შემდეგ თავის პირველი მოგზაურობისას უცხოეთში.
“მე მგონი, სამყარო ცოტა შეიშალა ახლა და ჩვენ ამაზე ვისაუბრებთ,” თქვა ტრამპმა, რომელმაც შეაქო მაკრონთან თავისი „დიდებული ურთიერთობა“.
მაკრონის თქმით, ფრანგი ხალხისთვის „დიდი პატივია“ მიესალმოს ტრამპს ტაძრის გახსნისას. როგორც დაგეგმილი იყო, ტრამპსა და მაკრონს მოგვიანებით შეუერთდდა უკრაინის პრეზიდენტიც.