ტრამპი: „პოტენციურად დიდი დღე რუსეთისა და უკრაინისთვის!“

18 hours ago 5

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კომენტარი გააკეთა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებულ ომთან დაკავშირებით მიმდინარე სამშვიდობო მცდელობებთან დაკავშირებით.

„პოტენციურად დიდი დღე რუსეთისა და უკრაინისთვის! წარმოიდგინეთ ასობით ათასი გადარჩენილი სიცოცხლე, როდესაც ეს გაუთავებელი „სისხლისღვრა“, იმედია, დასრულდება. ეს იქნება სრულიად ახალი და ბევრად უკეთესი მსოფლიო“, - წერს ტრამპი სოციალურ პლატფორმა TruthSocial-ზე და დასძენს: „გავაგრძელებ ორივე მხარესთან მუშაობას, რათა ეს მოხდეს. აშშ-ს სურს, ამის ნაცვლად, ყურადღება გაამახვილოს აღმშენებლობასა და ვაჭრობაზე. წინ დიდი კვირა გველოდება!“

ანალიტიკოსები წერენ, რომ რთულია განსაზღვრა, თუ რას ეხმიანება ტრამპი - უკრაინის მოკავშირეების კოლექტიურ მოთხოვნას 30-დღიანი ზავის შესახებ, თუ პუტინის შეთავაზებას, უკრაინასთან სტამბოლში მოლაპარაკებების განახლებაზე.

10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინას 2022 წელს შეწყვეტილი სტამბოლის მოლაპარაკებების განახლება შესთავაზა და თქვა, რომ მზად არის მოლაპარაკებები 15 მაისიდან, დამატებითი პირობების გარეშე დაიწყოს.

მანამდე გერმანიის, საფრანგეთის, პოლონეთისა და ბრიტანეთის ლიდერებმა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად მოითხოვეს უპირობო 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა და გააფრთხილეს მოსკოვი, რომ პუტინის მხრიდან შესაძლო უარს ახალი, „მასშტაბური“ სანქციები მოჰყვება.

სრულად წაკითხვა