ტრაპმა ეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა.
შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, ბევრი „ტომაჰავკი“ აქვთ, თავადაც სჭირდებათ და ქვეყანას ამ ძალიან ძლიერი და ზუსტი რაკეტების გარეშე ვერ დატოვებენ.
ტრამპის თანახმად, პუტინს ჰკითხა, წინააღმდეგი ხომ არ იქნება, რომ მის მოწინააღმდეგეს რამდენიმე ათასი „ტომაჰავკი“ გადასცეს და მას ეს იდეა არ მოეწონა.
პუტინთან 16 ოქტომბერს გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ მას უახლოეს ხანში უნგრეთში შეხვდება.
პუტინის და ტრამპის საუბრის შემდეგ მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა, რომ პრეზიდენტებმა განიხილეს კიევისთვის „ტომაჰავკების“ შესაძლო მიწოდების საკითხიც. უშაკოვის თანახმად, პუტინმა ტრამპს უთხრა, რომ ეს რაკეტები ბრძოლის ველზე სიტუაციას ვერ შეცვლიან, მაგრამ არსებითად დააზიანებენ რუსეთ-ამერიკის ურთიერთობას „რომ აღარაფერი ითქვას მშვიდობიანი დარეგულირების პერსპექტივებზე"(უკრაინაში).
დღეს, 17 ოქტომბერს თეთრ სახლში დაგეგმილია ამერიკის შეერთებული შტატების და უკრაინის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპის და ვოლოდიმირ ზლენსკის შეხვედრა. მას წინ უძღოდა ზელენსკისა და ტრამპის სატელეფონო საუბრები 11 და 12 ოქტომბერს. ამერიკული მედიის ცნობით, ერთ-ერთი თემა იყო უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედების ამერიკული ფრთოსანი რაკეტების, „ტომაჰავკების“ შესაძლო გადაცემა.