ტრამპი: ჰორმუზის სრუტეში თავისუფალი ნაოსნობა ან აღდგება, ან ირანს ძლიერად დავარტყამთ

2 hours ago 4

10

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე ნაოსნობისთვის ან გაიხსნება, ან ამერიკა ირანს ძლიერად დაარტყამს.

„სრუტე ძალიან მალე გაიხსნება. ან იქ თავისუფალი ნაოსნობა აღდგება, ან მათ [ირანს] ძლიერად დავარტყამთ და მაშინ სრუტე მაინც გაიხსნება“, – განაცხადა ტრამპმა.

თეთრი სახლის ლიდერის განცხადებით, აშშ ირანზე ძლიერი თავდასხმის განხორციელებისთვის უკვე მზად იყო, თუმცა ბოლო მომენტში ირანელებმა მას დაურეკეს და მოლაპარაკებების დაწყება სთხოვეს.

„ჩვენ უკვე მზად ვიყავით მეორე მსოფლიო ომის შედეგ ყველაზე ძლიერი დარტყმის განსახორციელებლად, როცა მათ დამირეკეს და საკმაოდ თავაზიანად მითხრეს: „გთხოვთ, შეიძლება ვისაუბროთ?“. ადრე მათ ეს არ უნდოდათ. მე ვუპასუხე: „დიახ, შეგვიძლია. მოდით, საქმე ბოლომდე მივიყვანოთ. მოდით, დავასრულოთ ის“, – აღნიშნა მან.

სრულად წაკითხვა