განკარგულება აშშ-ის გენერალურ პროკურორს, პემ ბონდის, ავალებს, განიხილოს ის შემთხვევები, როდესაც ადამიანებმა დროშები დაწვეს და გაარკვიოს, შეიძლება თუ არა, რომ მათ ბრალი წაუყენონ სხვა დანაშაულების გამო, როგორიცაა მშვიდობის დარღვევა ან გარემოსდაცვითი კანონების დარღვევა.
ეს არის ტრამპის მცდელობა, გვერდი აუაროს აშშ-ის უზენაესი სასამართლოს 1989 წლის გადაწყვეტილებას, რომლითაც სასამართლომ მიიჩნია, რომ დროშის განადგურება ამერიკის კონსტიტუციის პირველი შესწორებით დაცული თავისუფლებაა.
სასამართლოს ამ გადაწყვეტილებამ გააუქმა 48 შტატში არსებული კანონები დროშის დაწვის შესახებ და განაცხადა, რომ ადამიანებს აქვთ უფლება, დაწვან დროშები, რადგან ეს მათი პოლიტიკური შეხედულებების გამოხატვის საშუალებაა.
„მთელ ქვეყანაში დროშებს წვავენ“, - განაცხადა ტრამპმა ორშაბათს ოვალურ კაბინეტში, როდესაც განკარგულებას ხელი მოაწერა. - „მთელ მსოფლიოში წვავენ ამერიკის დროშას და, როგორც იცით, ძალიან საწყალმა სასამართლომ, ეს იყო 5-4 გადაწყვეტილება, ამას სიტყვის თავისუფლება უწოდა.
ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ „თუ დროშას დაწვავთ, ერთ წლით ციხეში ჩასხდებით“, თუმცა განკარგულება არ შეიცავს დეტალებს პოტენციური პატიმრობის შესახებ.

2 months ago
21







English (US) ·
Georgian (GE) ·