ტრამპის განცხადებით, ის პუტინთან შეხვედრისთვის ემზადება

4 hours ago 3

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად ემზადება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„მას [პუტინს] სურს შეხვედრა, და ჩვენ ვემზადებით“, – თქვა ტრამპმა ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში გამართული პრესკონფერენციის დროს.

„პრეზიდენტ პუტინს ჩემთან შეხვედრა სურს. მას ეს საჯაროდ აქვს ნათქვამი, და ჩვენ მასთან ერთად ეს ომი [უკრაინაში] უნდა დავასრულოთ. ეს არის სისხლისღვრა“, – დაამატა ტრამპმა.

ცნობისთვის, ტრამპი, რომელიც 20 იანვრიდან პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგება, არაერთხელ ამბობდა, რომ მან უკრაინაში ომი უნდა დაასრულოს.

სრულად წაკითხვა