ტრამპმა FIFA-ს მადლობა გადაუხადა მსოფლიო ჩემპიონატზე აშშ-ის ნაკრების მოთამაშის სასჯელის - დისკვალიფიკაციის - გაუქმებისთვის

1 hour ago 3

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მადლობა გადაუხადა ფეხბურთის მსოფლიო მმართველ ორგანოს, FIFA-ს, აშშ-ის ნაკრების წევრის, ფოლარინ ბალოგანისთვის ნაჩვენები "წითელი ბარათის" მოქმედების შეჩერებისთვის - დისკვალიფიკაციის გაუქმებისთვის, რამაც თავდამსხმელს გზა გაუხსნა მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ეტაპზე მერვედფინალში ბელგიასთან
თამაშისკენ.

წესით ბალოგანს 6 ივლისის თამაში უნდა გამოეტოვებინა.
მან წითელი ბარათი მიიღო ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მატჩში იმისთვის, რომ ფეხზე დააბიჯა მცველ ტარიკ მუჰარემოვიჩს.

ამ თამაშში ამერიკელებმა ფეხბურთელებმა აჯობეს ბოსნიელებს და მოიგეს ანგარიშით 2:0.

FIFA-მ 5 ივლისს განაცხადა, რომ აკრძალვის მოქმედების ვადა ერთი წლით შეჩერდება.

„მადლობა FIFA-ს სწორი მოქმედებისთვის და დიდი უსამართლობის გამოსწორებისთვის“ - დაწერა ტრამპმა თავის Truth Social-ის პლატფორმაზე.

ბალოგანმა ტურნირზე აშშ-ის ნაკრების წარმატებაში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა, სხვათა შორის, პირველი გოლი ბოსნიასთან მატჩი მის ანგარიშზეა, და ბელგიის წინააღმდეგ მატჩზე მისი არყოფნა გუნდისთვის დიდი დანაკლისი იქნებოდა.

FIFA-ს განცხადებაში ნათქვამია: „FIFA-ს დისციპლინური კოდექსის 27-ე მუხლის შესაბამისად, მატჩში დისკვალიფიკაცია შეიცვალა ერთი წლის გამოსაცდელი ვადით.“

წითელი ბარათის შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ წითელი ბარათის ჩვენების გადასინჯვა მოითხოვა.

სრულად წაკითხვა