ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის საჰაერო მხარდაჭერა და ევროპის სახმელეთო ჯარები შეიძლება უკრაინის უსაფრთხოების გარანტიის ნაწილი იყოს

3 days ago 3

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შესაძლებლად თვლის, რომ აშშ-ის საჰაერო მხარდაჭერა და ევროპული სახმელეთო ჯარები უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების ნაწილი შეიძლება იყოს და ყველა გააფრთხილა „რთული“ სიტუაციის შესახებ, თუ მოსკოვსა და კიევს შორის მოლაპარაკებები ჩაიშლება.

„რაც შეეხება უსაფრთხოებას, ისინი მზად არიან, ადგილზე ხალხი გაგზავნონ“, - განუცხადა მან Fox News-ს. ის ევროპელ მოკავშირეებს გულისხმობდა, რომლებსაც 18 აგვისტოს თეთრ სახლში შეხვდა. -
„ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ მათ ყველაფერში, განსაკუთრებით, ალბათ, თუ საჰაერო საშუალებებზე ვსაუბრობთ, რადგან არავის აქვს ისეთი აღჭურვილობა, როგორიც ჩვენ გვაქვს, სინამდვილეში, მათ არ აქვთ“.

ტრამპი "დარწმუნებულია", რომ აშშ-ის სახმელეთო ჯარები უკრაინაში არ განლაგდებიან და კატეგორიულად გამორიცხა უკრაინის დასავლეთის სამხედრო ალიანსში, ნატოში გაწევრიანება.

რუსეთის შეჭრიდან სამ წელზე მეტი ხნის შემდეგ ომის შემდგომი უსაფრთხოება კიევისთვის მთავარი საზრუნავია. მოსკოვი დიდი ხანია აცხადებს, რომ არ შეეგუება ნატოში უკრაინის გაწევრიანებას და უარყოფითად არის განწყობილი ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე დასავლეთის ჯარების განლაგების იდეის მიმართ.

ტრამპმა თქვა, რომ „საფრანგეთი და გერმანია, რამდენიმე მათგანი, დიდი ბრიტანეთი - მათ სურთ, რომ ადგილზე ჰყავდეთ ჯარისკაცები“.

„გულწრფელად რომ ვთქვა, არ მგონია, რომ ეს პრობლემა იყოს. ვფიქრობ, ვფიქრობ, პუტინი დაიღალა“ ომით, დასძინა მან.

ტრამპმა განაცხადა, რომ ევროპელ ლიდერებთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, ის ცდილობს ორგანიზება გაუწიოს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის ორმხრივ სამიტს, და შემდეგ კიდევ ერთს, რომელსაც თავადაც შეუერთდება.

„დავურეკე პრეზიდენტ პუტინს და ვცდილობთ, შევთანხმდეთ პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრაზე. ვნახოთ, რა მოხდება“, - თქვა მან. - „თუ ეს გამოვა, მაშინ სამმხრივ შეხვედრას შევუერთდები და ყველაფერს დავასრულებ“.

პუტინის შესაძლო უკან დახევის შესახებ ტრამპმა თქვა: „ვიმედოვნებ, რომ პრეზიდენტი პუტინი კარგად იქნება, თუ არა, ვითარება გართულდება“; ტრამპმა და ზელენსკიმაც „უნდა გამოიჩინონ გარკვეული მოქნილობა.”

უკრაინის მომავალი უსაფრთხოების გარანტირების საკითხთან ერთად, ომის დასრულების კიდევ ერთი მთავარი პრობლემა რუსეთის მიერ ოკუპირებული უზარმაზარი ტერიტორიების სტატუსია.

ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინა უნდა შეეგუოს იმას, რომ ის ვერ დაიბრუნებს დაკარგულ ტერიტორიებს, - მათ შორის, აღმოსავლეთ დონბასის რეგიონს, - მაგრამ სანაცვლოდ მშვიდობას მიიღებს.

„ვფიქრობ, ყველამ ნახეთ რუკა. იცით, ტერიტორიის დიდი ნაწილი დაკავებულია... დონბასზე ლაპარაკობენ, მაგრამ ამჟამად, როგორც იცით, დონბასის 79 პროცენტი რუსეთის ხელშია და ის აკონტროლებს მას“, - თქვა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თანახმად, უკრაინა საკმარისად ძლიერი არ არის იმისთვის, რომ სიტუაცია შეცვალოს.

„ეს იყო ომი და რუსეთი ძლიერი სამხედრო ერია. მოსწონს თუ არა ეს ხალხს, ეს ძლიერი ქვეყანაა. ეს ბევრად უფრო დიდი სახელმწიფოა“, - თქვა მან. - „ვერ დაიპყრობ, ვერ დაესხმები თავს ქვეყანას, რომელიც შენზე 10-ჯერ დიდია“.

„ყველას შეუძლია თავი მიმზიდველად წარმოადგინოს, მაგრამ, იცით, უკრაინა თავის სიცოცხლეს დაიბრუნებს“, - თქვა ტრამპმა სამშვიდობო შეთანხმებაზე, რომელიც უკრაინის მიერ მიწის დათმობას ითვალისწინებს. - „ისინი შეწყვეტენ ხალხის ხოცვას ყველგან და ისინი ბევრ მიწებს მიიღებენ”.

სრულად წაკითხვა