Financial Times წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ დონალდ ტრამპმა ევროპელ ლიდერებს განუცხადა, ინაუგურაციის შემდეგ უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს.
ამასთან, ამერიკის ახლადარჩეული პრეზიდენტი ნატოს მოკავშირეებს თავდაცვის ხარჯების მშპ-ის 5%-მდე გაზრდას სთხოვს, თუმცა გამოცემის ცნობით, ტრამპი თავდაცვის ხარჯების მშპ-ის 3,5%-მდე გაზრდასაც დათანხმდება.