აშშ „მზადაა, რუსეთის წინააღმდეგ სერიოზული სანქციები დააწესოს, როცა ნატოს ქვეყნები შეწყვეტენ რუსეთისგან ნავთობის შეძენას, განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.
„ნატოს ყველა სახელმწიფოსა და მთელი მსოფლიოსადმი“ წერილში, რომელიც სოცქსელ Truth Social-ში გამოქვეყნდა, ნათქვამია:
„მზად ვარ, რუსეთის წინააღმდეგ ძალზე მკაცრი სანქციები შემოვიღო, როცა ნატოს ყველა ქვეყანა შეათანხმებს მათ და დაიწყებენ მოქმედებას, და როცა ნატოს ქვეყნები შეწყვეტენ რუსეთისგან ნავთობის შესყიდვას. როგორც მოგეხსენებათ, გამარჯვებისადმი ნატოს ერთგულება შორს იყო 100%-ისგან, ზოგიერთი ქვეყნის მიერ რუსული ნავთობის შესყიდვა კი შემაძრწუნებელი იყო! ეს ძლიერ ასუსტებს მოლაპარაკებებში თქვენს პოზიციას და რუსეთზე ზეწოლის ძალას. ნებისმიერ შემთხვევაში მზად ვარ „დავიწყო“, როცა თქვენ იქნებით მზად. უბრალოდ თქვით, როდის.
მიმაჩნია, რომ ეს, პლუს ნატოს, როგორც ჯგუფის, მიერ ჩინეთისთვის 50%-დან 100%-მდე საბაჟო ტარიფების დაწესება და მათი სრული მოხსნა რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულების შემდეგ, ასევე დიდ დახმარებას გასწევს ამ სასიკვდილო, მაგრამ სულელური ომის დასრულებაში. ჩინეთს აქვს დიდი კონტროლი, რუსეთზე გავლენაც კი, ეს არ არის ტრამპის ომი (ის არასოდეს დაიწყებოდა, მე რომ ვყოფილიყავი პრეზიდენტი!), ეს არის ბაიდენისა და ზელენსკის ომი. მე აქ მხოლოდ იმისთვის ვარ, რათა დავეხმარო მის შეწყვეტას და გადავარჩინო რუსეთისა და უკრაინის მოქალაქეთა სიცოცხლე (მხოლოდ გასულ კვირაში 7118 ადამიანი დაიღუპა, სიგიჟეა!). თუ ნატო მისდევს ჩემს მითითებებს, ომი მალე დასრულდება და ყველა ეს სიცოცხლე გადარჩება! თუ არა, თქვენ უბრალოდ ხარჯავთ ჩემს დროს, ასევე შეერთებული შტატების დროს, ძალებსა და ფულს“.