შშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აწ გარდაცვლილი სენატორის, ლინდსი გრემის სახელობის კანონპროექტს, რომელიც წარმომადგენელთა პალატამ ოთხშაბათს დაამტკიცა.
სანქციებისა და ტარიფების შესახებ მასშტაბური კანონპროექტი მიზნად ისახავს უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის გაზრდას.
კანონი მიზანში იღებს რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის ინდუსტრიებს, ისევე როგორც ტანკერების “ჩრდილოვან ფლოტს”, რომლებიც თავს არიდებენ არსებულ სანქციებს.
მან წინააღმდეგობა გამოიწვია იმის გამო, რომ ის ასევე აძლევს ტრამპს უფლებამოსილებას, დააწესოს მკაცრი, 100%-მდე ტარიფები ჩინეთზე, ინდოეთსა და სხვა ქვეყნებზე, რათა შეამციროს მათი დამოკიდებულება რუსულ ნავთობსა და გაზზე, ასევე გააფართოოს სანქციები ირანზე.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტს და ყველას, ვინც კანონპროექტის მიღებას ხელი შეუწყო.
„ლინდსის ხსოვნის საუკეთესო პატივისცემა ამ კანონმდებლობის სრული და სწრაფი ამოქმედება იქნება“, — განაცხადა ზელენსკიმ.
კანონპროექტის შესახებ:
კონგრესმა მიიღო ლინდსი გრემის კანონი რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ
netgazeti