,, ტრამპსაც, გორბაჩოვივით, საკუთარი კომუნისტური ნომენკლატურა ებრძვის, უბრალოდ, ახლა, ამ ნომენკლატურას “დიფსტეიტი”ჰქვია” – ლაშა ნაცვლიშვილი

1 month ago 20

ყოფილი მაღალჩინოსანი ლაშა ნაცვლიშვილი:

,,1985 წელს, მიხეილ გორბაჩოვს, გარეგნული ძლევამოსილების მიუხედავად, შიგნიდან გამოხრული იმპერია ხვდა მემკვიდრეობად;

გორბაჩოვმა სცადა იმპერიის რეფორმირება და ამას “პერესტროიკა” დაარქვა:

1. უარი თქვა რბილ ძალად სახელდებული, მაგრამ დევალვირებული კომუნისტური იდეოლოგიის შემდგომ დაფინანსებაზე გლობალური მასშტაბით;

2. სცადა საბაზრო კომპონენტი შეეტანა ეკონომიკაში, რასაც “უსკარენიე” დაარქვა;

3. სცადა, მოეხსნა ცენზურა, რასაც “გლასნოსწ” უწოდა;

გორბაჩოვს გააფრთრებულ წინააღმდეგობას უწევდა საბჭოთა ნომენკლატურა, რაც, საბოლოო ჯამში, ჯერ ГКЧП-თი და შემდგომ, იმპერიის რღვევით დასრულდა.

ყველა ანალოგია პირობითია, მაგრამ ტრამპსაც შიგნიდან გამოხრული დახვდა სახელმწიფო და ტრამპმაც უარი თქვა რბილ ძალად წოდებული, დევალვირებული იდეოლოგიის დაფინანსებაზე გლობალური მასშტაბით,- ამიტომ დახურა USAID;

ხელოვნურ ინტელექტზე და კრიპტოვალუტაზე აქცენტი – ეს ტრამპის “უსკარენიეა”;

ცენზურის გაუქმება და მასკი – “გლასნოსწია” ფაქტიურად;

ტრამპსაც, გორბაჩოვივით, საკუთარი კომუნისტური ნომენკლატურა ებრძვის, უბრალოდ, ახლა, ამ ნომენკლატურას “დიფსტეიტი”ჰქვია.

ამოცანა გვეკითხება….“

სრულად წაკითხვა