WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

სერგეი ფილიმონოვი, რუსეთის მოქალაქე, რომელიც, სავარაუდოდ, ტრანსნაციონალური საბანკო თაღლითობის სქემაში მონაწილეობდა, საქართველოდან აშშ-ში იქნა ექსტრადირებული, განაცხადა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა 8 სექტემბერს.

იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, 36 წლის ვებ-დეველოპერი ფილიმონოვი „სავარაუდოდ, ტრანსნაციონალური კიბერთაღლითობის შეთქმულებაში მონაწილეობდა, რომლის ფარგლებშიც საბანკო ანგარიშების მითვისების ფართომასშტაბიანი ქმედებები ხორციელდებოდა“. ექსტრადიციის შემდეგ, იგი პარასკევს სასამართლოს წინაშე წარდგა ჯორჯიის ჩრდილოეთ ოლქში. იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, მას საბანკო თაღლითობის ბრალი 2025 წლის ნოემბერში წაუყენეს.

ფილიმონოვს რამდენიმე მუხლით წაუყენეს ბრალი, რომლებიც ეხებოდა თაღლითობის შეთქმულებებს, პირადი მონაცემების მოპარვას და არასანქცირებული წვდომის მოწყობილობების ფლობასა და გამოყენებას. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას ორიდან 175 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მას „მნიშვნელოვანი დახმარება“ გაუწიეს ესტონეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა, ასევე საქართველოს პროკურატურამ, საქართველოს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა და FBI-ს სამართალდამცავი ატაშეს ოფისმა თბილისში.

This post is also available in: English