26 წლის ქართველი ფეხბურთელი ლუკა ლოჩოშვილი კარიერას “სალერნიტანაში” გააგრძელებს. ინფორმაციას იტალიური გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ლოჩოშვილი იტალიურ გუნდს 6 თვიანი (მშრალი) იჯარით შეუერთდა.
“სალერნიტანა” სერია B-ში მე-18 ადგილზე იმყოფება და ჩემპიონატში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის.
ცნობისთვის, ლოჩოშვილს ბოლო დროის განმავლობაში “კრემონეზეში” ნაკლები სათამაშო დრო ეძლეოდა და გუნდის შეცვლის გადაწყვეტილებაც სწორედ ამიტომ მიიღო.