“ტროლად და ჯამბაზად ქცეულო, ნუ ემალებით რაზმაძის იმპიჩმენტს – შეუერთდით მოღალატე თავმჯდომარის გადაყენებას!” – თინა ბოკუჩავა გახარიას მიმართავს

1 day ago 4

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარეს გიორგი გახარიას მწვავე ემოციური შეფასებებით და კონკრეტული შეთავაზებებით მიმართავს, რათა მათი პარტიის გორის საკრებულოს წევრები საკრებულოს თავმჯდომარის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურაში ჩაერთონ:

მართლაც რომ ტროლად და ჯამბაზად ქცეულ გახარიას მივმართავ:

გორის საკრებულოს თქვენი ფრაქციის წევრები ემალებიან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საკრებულოს წევრებს, გამორთული აქვთ ტელეფონები, რათა მსვლელობა არ მიეცეს იმპიჩმენტის პროცედურას გორის საკრებულოს თავმჯდომარის დავით რაზმაძის წინააღმდეგ.

ეს არის ის სამარცხვინო მოღალატე, რომელიც ოკუპანტებს, გიორგი ანწუხელიძის მკვლელებს, საქართველოს მაოხრებლებს მშვიდობისმყოფელებს ეძახის, ხოლო ჩვენს გმირ სამხედროებს ხულიგნებად მოიხსენებს.

ნებისმიერი სახელმწიფო, რომელსაც ეროვნული ღირსების მისხალი გააჩნია, ამ სამარცხვინო მოღალატეს არა მხოლოდ მოხსნიდა, მას პასუხისგებაში მისცემდა ღალატის მუხლით.

მაგრამ ივანიშვილის რუს-ქოცობაში, ეს მოღალატე ოჯახური ბიზნესებით ფულს ხაფავს მათ შორის რუსეთში. მისი სიძე, დის ქმარი, ვინმე ვახტანგ კარიჭაშვილი, უჩა მამაცაშვილთან წილებში ზის.

თუ თქვენც წვრილფეხა კორუფციონერები არ ხართ ან რუს-ქოცების კოლაბორაციონისტები, რატომ დაიმალეთ? დროულად შეუერთდით ნაციონალური მოძრაობის ინიციატივას მოღალატე დავით რაზმაძის იმპიჩმენტთან დაკავშირებით!“ – წერს თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში.

ინფორმაციას “ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

სრულად წაკითხვა