ტროტუარზე დგომის გამო, ელენე გელაშვილს 2-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

1 hour ago 2

ტროტუარზე დგომის გამო უწყვეტი პროტესტის მონაწილეს, ელენე გელაშვილს 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად ცეკვავამ მიიღო.

შსს გელაშვილს 18 დეკემბერს პარლამენტის წინ ტროტუარზე ქვეითთა გადაადგილებისთვის დაბრკოლების შექმნას ედავებოდა.

საქმეში მტკიცებულებების სახით წარმოდგენილი იყო ვიდეო ჩანწერი, სადაც ჩანს, რომ ელენე გელაშვილი, მეგობრებთან ერთად დგას ტროტუარზე და “რა, სად, როდისს“ თამაშობს, ამ დროს ათობით და ასობით ადამიანი გადაადგილდება ისე, რომ შეფერხება არ აქვს და ეს ჩათვალეს, რომ ტროტუარს კეტავდაო, რაც სრული აბსურდია და ზვიად ცეკვავას ეს გადაწყვეტილება არაკონსტიტუციური და ეწინააღმდეგება მათ შორის, ევროპულ სასამართლოს კარგად დამკვიდრებულ პრაქტიკას, – თქვა მისმა ადვოკატმა.

მუხლი, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები შედგა, სანქციის სახით 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს, ორგანიზატორის შემთხვევაში − 20 დღემდე ვადით.

სრულად წაკითხვა