ახალგაზრდა ფეხმძიმე ქალი, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა და მისი სიცოცხლის გადასარჩენად გაერთიანდა, 15 ნოემბერს გარდაიცვალა.
გარდაცვლილი ქალის ტყუპები უკვე რამდენიმე თვის არიან და დღეს, აღდგომის დღესასწაულზე დედის საფლავზე იმყოფებოდნენ. ფოტოებს სოციალურ ქსელში დაღუპული ქალის მეუღლე გიგა ცხელიშვილი აქვეყნებს:
„დედიკო სულ ჩვენ გვერდითაა“, – დაწერა გიგა ცხელიშვილმა.
გარდაცვლილი ქალი ზესტაფონში მცხოვრები შორენა ონიანი იყო, რომელმაც რამდენიმე თვის წინ იმშობიარა
და ორი ტყუპის დედა გახდა. გავრცელებული ცნობით, ქალს ფიზიოლოგიური მშობიარობის შემდეგ სისხლდენა განუვითარდა, რის გამოც საზოგადოება მისი სიცოცხლის გადასარჩენად გაერთიანდა. სამწუხაროდ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.