უაქციზო ალკოჰოლისა და სიგარეტის წარმოების ბრალდებით „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული შვიდი პირი დააკავეს

2 hours ago 1
Photo: Finance Ministry's Investigation Service/Facebook.

საქართველოს ხელისუფლებამ შვიდი ადამიანი დააკავა უაქციზო ყალბი ალკოჰოლური სასმელებისა და სიგარეტის „უპრეცედენტო“ რაოდენობის ამოღების შემდეგ. რამდენიმე მედიასაშუალება იტყობინება, რომ დაკავებულებს შორის „ქართული ოცნების“ წევრი და პარტიასთან დაკავშირებული ბიზნესმენები არიან.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 17 სექტემბერს განაცხადა, რომ ამოღებულია 75 137 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი და 318 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის მე-3 პუნქტით მიმდინარეობს, რაც სასაქონლო ნიშნის ან სხვა კომერციული აღნიშვნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენებას გულისხმობს, და 200-ე მუხლის მე-4 პუნქტით, რაც ყალბი აქციზური მარკების დამზადებასა და გასაღებას ეხება. ბრალდებები შვიდიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მართალია ფინანსთა სამინისტროს დაკავებულები არ დაუსახელებია, რეგიონული მედიასაშუალება „მოზაიკა“ იტყობინება, რომ დაკავებულთა შორის არიან გორელი ბიზნესმენი გიორგი კანდელაკი და გორის საკრებულოს წევრი ბორია გოგიჩაიშვილი. ასევე დაკავებულია ბიზნესმენ გიორგი ჯალაბაძის ძმა, ქართლოს ჯალაბაძე.

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა