13
ჟურნალისტი, დათო გამცემლიძე:
ბათუმის ძააააალიან სერიოზულ ინციდენტზე, რომელსაც მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი შედეგები მოჰყვა და მოჰყვება.:
უკვე მერამდენედ ხდება, რომ რომელიღაც იდიოტი ჩინოვნიკი (ამ შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, საფეხბურთო ჩინოვნიკი) იღებს სრულიად უპასუხისმგებლო, უმეცარ, დებილურ გადაწყვეტილებას „ღაზას“ ფონზე „ბირთვულად სახიფათო“ თურქეთ-ისრაელის „პოლიტიკური“ საფეხბურთო მატჩის საქართველოში, მით უმეტეს ბ ა თ უ მ შ ი ჩატარების შესახებ, ამას მოჰყვება „მოსალოდნელი მოულოდნელობა“ და ქვეყანა გამოდის არა მხოლოდ ძალიან სერიოზულად დაზარალებული სახელმწიფოებრივად, არამედ დამცირებული და თავსლაფდასხმული?
გუშინ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურეკა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს და აქეთ გათათხა: „არაპროპორიციული ძალა რატომ გამოიყენეთ ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგო“
ჰოდა მართლა მაინტერესებს: ვინ არის კონკრეტულად ის იდიოტი საფეხბურთო ჩინოვნიკი, რომელმაც UEFA-ს თანხმობა განუცხადა „მეგობრულიმატჩი/ფეხბურთი/მშვიდობა/ძმობა/ერთობა/ისრაელ/თურქეთ/ყარადაშ“ თამაშის საქართველოში, ბ ა თ უ მ შ ი გამართვის თაობაზე?!!
შვეიცარიიდან ერთი სატელეფონო ზარით რომ „იღტკინებიან“ ეს მართლა კრეტინები, აბა UEFA-ში თქვენსავით იდიოტები კი არ სხედან, ეს თამაში ევროპაში გაემართათ?
იმათ პროფესიონალიზმი არ აკლიათ.
ჭეშმარიტად უბედურია ერი, რომელსაც ისტორიულად ესოდენ რეგვენი ელიტები ჰყავს ყველა სფეროში!
საფეხბურთო ელიტების ჩათვლით.
საერთაშიროსო alia.ge