უგემრიელესი ნაზუქის რეცეპტი

7 months ago 6

უგემრიელესი ნაზუქის რეცეპტიუგემრიელესი ნაზუქის რეცეპტი

ინგრედიენტები
რძე – 750 მლ
კარაქი – 250 გრ
შაქრის ფხვნილი – 500 გრ
ქიშმიში – 0,5 ჩ.ჭ
კვერცხი – 5 ცალი
შესქელებული რძე – 0,5 ჩ.ჭ
საფუარი 40 გრ (დაწნეხილი) ან 20-25 გრ მშრალი
ვანილი, მიხაკი, დარიჩინი და მარილი – გემოვნებით
ფქვილი რამდენსაც შეიზელს (უნდა მოიზილოს ნაზი ცომი)
მომზადების წესი
გავხსნათ თბილ რძეში (ნახევარში) საფუარი + 2 ს.კ.შაქარი + 100 გრ ფქვილი და დავდგათ გასაფუებლად.

გავთქვიფოთ კარგად კვერცხები და შაქარი, დავამატოთ დანარჩენი ინგრიდიენტები და დარბილებული კარაქი. დავაცრათ დაახლოებით 1 კგ ფქვილი, ცოტა ამოვურიოთ და დავასხათ საფუარიანი მასა. მოვზილოთ და თან ვამატოთ ფქვილი იქამდე, სანამ ნაზი ცომის მასა არ მოიზილება.

დავდგათ თბილ ადგილას ამოსასვლელად.

ერთხელ გადავზელთ ამოსულ ცომს, ვაცდით კიდევ ამოსვლას და ამოვიღებთ გუნდებს.
მივცემთ მოგრძო ფორმას, გავაჩერებთ ამოსასვლელედ კიდევ 1 საათით, წავუსვამთ კვერცხის გულს, ცოტა რძეს და გამოვაცხობთ.

ღუმელში 180-200 გრადუსზე ცხვება დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში.

სრულად წაკითხვა