ესპანური ლა ლიგა 2-ის მე-20 ტურის შეხვედრაში გიორგი ქოჩორაშვილის "ლევანტე" გასვლაზე "ალბასეტეს" დაუპირისპირდა, შეხვედრა ფრედ, 0:0 დასრულდა.
"ქოჩორას" ასპარეზობა აღნიშნულ შეხვედრაში გამოარჩია ანალიტიკურმა ვებსაიტმა Sofascore, რომელმაც ტურის სიმბოლურ გუნდში ქართველი ნახევარმცველი 7,8 შეფასებით მოახვედრა.
20 ტურის შემდეგ ვალენსიური გუნდი სატურნირო ცხრილში 31 ქულით მერვე ადგილზეა.