საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
სეუს ცნობით, ამავე უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის სტუდენტი ტრაგიკულად გარდაიცვალა.
უნივერსიტეტი ოჯახსა და ახლობლებს უსამძიმრებს:
„SEU-ს აკადემიური და ადმინისტრაციული გუნდი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი სტუდენტის, გუგა დავითაშვილის ტრაგიკული გარდაცვალების გამო!
გუგა იყო ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამის გამორჩეული სტუდენტი.
ვუსამძიმრებთ გუგას ოჯახსა და მეგობრებს ამ დიდ ტრაგედიას.“ – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.