პროკურატურის ცნობით, არასრულწლოვანის გაუპატიურების და გარყვნილი ქმედების ფაქტებზე ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა. გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლომ მიიღო.
უწყების განცხადებით, ბრალდებული 2025 წლის 6 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) და 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით (გარყვნილი ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი ორი პირის მიმართ).
პროკურატურის ცნობით, სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.

3 hours ago
4







English (US) ·
Georgian (GE) ·