WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

31

ვივამედის დირექტორი, ნინო ნადირაძე:

კადრებს ვუყურებ, ერთი ცეცხლმაქრი არ კიდია მთელს ოფისში, არც ევაკუაციის გეგმა დამინახავს გაკრული (ან ვერ დავინახე), თანამშრომლებს არაფერი ეტყობოდათ ელემენტარული ტრენინგის გავლის. ეს თქვენ არ გადარდებთ ადამიანების სიცოცხლე და ცოცხლად დაწვა, პიტარდების ადამიანებზე დამიზნებული სროლა, როდესაც აალებულ რუსთაველზე ცეცხლმოკიდებული პოლიციელის დანახვა გიხაროდათ და ყიჟინით აშუქებდით. ეს თქვენ უსურვებდით ყველას დაწვას და სიკვდილს და რომ ჯანმრთელად და უვნებლად ხართ, ისევ ჩვენი დამსახურებაა და არა თქვენი, თქვე მართლა მანიაკებო.

უცნობია, ვის გულისხმობს ნადირაძე, რადგან ხანძარი ბიზნეს ცენტრის მეხუთე სართულზე გაჩნდა, ფორმულას ოფისი კი – მე–17 სართულზეა. სავარაუდოდ, გულისხმობს ქართული ოცნების ხელისუფლებას, რომელსაც ევალება კონტროლი – მათ შორის, ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოების სწორად დაგეგმვის.