უზურპატორი ივანიშვილი დროზე უნდა წავიდეს – ნიკა გვარამია

3 weeks ago 10

“კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია აშშ-ის მიერ, საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებას ეხმაურება და წერს:

“უზურპატორი ივანიშვილი დროზე უნდა წავიდეს.
არავითარი ახალი მთავრობა, არავითარი არჩევნები შემდეგ შემოდგომაზე ადგილობრივთან ერთად! არავითარი კანონს გავიწვევ და რეფორმას ჩავატარებ!!!
ახალი არჩევნები უსწრაფესად პრეზიდენტის პატრონაჟით და ევროკავშირის და აშშ-ს ჩართულობით!!!
„აშშ და ევროკავშირი გამოხატავენ სინანულს „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების გამო, შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრების პროცესი. ჩვენ ვგმობთ ძალის გადამეტებულ გამოყენებას ქართველების მიმართ, რომლებიც სამართლიანად აპროტესტებენ კონსტიტუციის ამ ღალატს. ევროკავშირი კრემლის წინააღმდეგ ბასტიონია. შესაბამისად, ჩვენ ვწყვეტთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას საქართველოსთან”, – აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი

შეგახსენებთ, რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

fb-share-icon

Tweet

Pin Share

პოსტის ნავიგაცია

სრულად წაკითხვა