უილსონი: სალომე ზურაბიშვილი რჩება საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად

1 week ago 6

ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად კვლავ სალომე ზურაბისშვილს მიიჩნევს.

 „სალომე ზურაბიშვილი რჩება საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად. მე მივესალმები მის გამბედაობას, როდესაც ის ეწინააღმდეგება არალეგიტიმურ მთავრობას, რომელიც ცდილობს ქართველებს დაუსვას რუსეთის მარიონეტული პრეზიდენტი. ახალი არჩევნები აუცილებლად უნდა ჩატარდეს!“ -წერს ჯო უილსონი სოციალურ ქსელ “X”- ზე.

14 დეკემებერს “ოცნებამ” პრეზიდნეტად დანიშნა მიხეილ ყაველაშვილი, რომელიც ერთადერთი კანდიდატი იყო. არჩევნებს ლეგიტიმურად არ მიიჩნევს ოპოზიცია და მოსახლების დიდი ნაწილი, რომელიც მე-16 დღეა მართავს საპროსტეო აქციებს და მარშებს ხელახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით.

სრულად წაკითხვა