უკანონოდ შეიძინა და ინახავდა 8,4 გრ. „ალფა-პვპს“ – ნარკოდანაშაულში ბრალდებულს სასამართლომ 16 წლით პატიმრობა მიუსაჯა

2 hours ago 3

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე, ერთი პირი დამნაშავედ ცნო და 16 წლით პატიმრობა მიუსაჯა

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაკავებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა  8,4 გრ. ნარკოტიკულ საშუალება „ალფა-პვპ“-ს.

„საგამოძიებო უწყების ცნობით, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 8,4 გრ. ნარკოტიკულ საშუალება „ალფა-პვპ“-ს, რომელიც რუსთავში სხვადასხვა ლოკაციაზე განათავსა.

ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) და 260 კვარტა მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა) წარედგინა.

სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

სრულად წაკითხვა