“უკეთესად ვერც ვიტყოდი. მადლობა ვოლოდიმირ! რუსეთი ცდილობს შავ ზღვაზე კონტროლი დაიბრუნოს!” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წერს და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნების დასანქცირებისთვის მადლობას უხდის.
შეგახსენებთ, რომ უკრაინამ ოლიგარქ ივანიშვილს და მის 18 თანამოაზრეს სანქციები დაუწესა.
აღსანიშნავია, რომ სანქციები “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნების გარდა, სასამართლო კლანის წევრებსაც დაუწესდათ.