უკვე მეორედ დააკავეს შშმ პირთა უფლებადამცველი და აქტივისტი გია ჯვარშეიშვილი. ის თბილისში, რუსთაველის გამზირზე აიყვანეს, რესპუბლიკის მოედანთან ახლოს.
ქვემოთ მოცემულ ვიდეოში სწორედ მისი დაკავებაა ასახული.
ჯერჯერობით უცნობია მუხლი, რომლის საფუძველზეც ის აიყვანეს, თუმცა დიდი ალბათობით დაკავებული იქნება სტანდარტული 173-ე ან 166 ადმინისტრაციული მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ვრცელდება ჯერ დაუდასტურებელი ცნობები იმის შესახებ, რომ ჯვარშეიშვილი ნაცემია. ნეტგაზეთი ამ ინფორმაციის დაზუსტებას ცდილობს.
ჯვარშეიშვილი ასევე იყო დაკავებული ცოტა ხნის წინ, რა დროსაც ის სცემეს.