ლივერპულიდან იჯარით მყოფი გიორგი მამარდაშვილი Transfermarkt-ის რეიტინგით მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მეკარე გახდა.
24 წლის ქართველი მეკარე, რომელიც მომავალ ზაფხულს ლივერპულში გადავა, ამჟამად 45 მილიონი ევროთი არის შეფასებული. ამჟამად ის ვალენსიაში იჯარით თამაშობს.
მამარდაშვილი პირველ ადგილზე Transfermarkt-ზე 19 დეკემბერს განახლების შედეგად გადავიდა.
პორტოს 25 წლის მეკარის, დიოგო კოსტას, სატრანსფერო ღირებულება 5 მილიონი ევროთი შემცირდა და პორტუგალიელი, ამჟამად, 40 მილიონ ევროდაა შეფასებული.
ასევე, "არსენალისა და "დორტმუნდის" კარის დარაჯები, დავიდ რაია და გრეგორ კობელიც.
მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული 8 მეკარის სია ასეთია:
გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია) - 45 მილიონი ევრო
დიოგო კოსტა (პორტო) - 40 მილიონი ევრო
დავიდ რაია (არსენალი) - 40 მილიონი ევრო
გრეგორ კობელი (ბორუსია დორტმუნდ) - 40 მილიონი ევრო
ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ) - 35 მილიონი ევრო
გუგლიელმო ვიკარიო (ტოტენჰემი) - 35 მილიონი ევრო
ანდრე ონანა (მანჩესტერ იუნაიტედი) - 35 მილიონი ევრო
მაიკ მენიო (მილანი) - 35 მილიონი ევრო
ამ სეზონში მამარდაშვილმა ვალენსიაში 14 მატჩი ჩაატარა, 22 გოლი გაუშვა და სამი მატჩი მშრალად შეინარჩუნა.