!!!!! უკრაინის ზეშორეული დრონების შეტევის შედეგად აფეთქდა და იწვის რუსეთში ყველაზე დიდი, ომსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომლიც წელიწადში 22 მილიონ ტონაზე მეტ ნავთობს ამუშავებს. ეს რუსეთში ნავთობგადამუშავების მთლიანი მოცულობის 10%-ს შეადგენს. ეს ნავთოგადამამუშავებელი ქარხანა უკრაინის საზღვრიდან 2400 კილომეტრითაა დაშორებული.
ომსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის აფეთქებით დასრულდა უკრაინის მიერ ბოლო კვირეებში ჩატარებული სპეციალური ოპერაციის ერთ მნიშვნელოვანი ეტაპი, რომლის შედეგადაც უკრიანამ მწყობრიდან გამოიყვანა რუსეთის ყველა უმსხვილესი ნავთოგდადამამუშავებელი ქარხნა:
იაროსლავის – სიმძლავრე 15 მილიონი ტონა;
ნიჟეგოროდსკი – სიმძლავრე 17 მილიონი ტონა;
რიაზანის – სიმძლავრე 17 მილიონი ტონა;
მოსკოვის – სიმძლავრე 13 მილიონი ტონა;
ვოლგოგრადი – სიმძლავრე 14.8 მილიონი ტონა;
ამ ქარხნებთან ერთად აფეთქებულია და მუშაობა შეაჩერეს რუსეთის სამხრეთში მდებარე ნავთობგადამამუშავებელმა ქარხნებმა, როლბიც უშუალოდ ფრონტის ხაზს ამარაგებდნენ:
სიზრანის – წლიური სიმძლავრე 8.5 მილიონი ტონა.
ტუაფსეს – წლიური სიმძლავრე 12 მილიონ ტონა.
ყუბანის (სლავიანსკის) – წლიური სიმძლავრე 3 მილიონ ტონა.
ომსკის ქარხნს აფეთქების შემდეგ რუსეთში მწყობრიდან არის გამოყვანილი რუსეთის ნავთობგადამუშავების სიმძლავრეების მინიმუმ 1/3-ზე მეტი. მაგრამ საწვავის ცალკეულ სახეობებში უფრო რთული მდგომარეობაა.
იგივე ომსკის ქარხანა რუსეთის არამხოლოდ უმსხვილესი, არამედ ტექნოლოგიურად ყველაზე მოწინავე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა. დროენბით დარტყმა განხორციელდა პირველადი გადამუშავების კომპლექსზე (ELOU-AVT-11), რის გარეშეც ქარხნის სხვა მაღალტექნოლოგიური ბლოკები ნედლეულს ვეღარ იღებენ. არადა ომსკი იყო რუსეთში მაღალოქტანური ბენზინის უმსხვილესი მწარმოებელი — ქვეყანაში მოხმარებული ყოველი მე-8 ლიტრი ბენზინი სწორედ ომსკში იწარმოებოდა.
ქარხანა მთლიანად ამარაგებდა ციმბირის ფედერალურ ოლქს (მოთხოვნის 50%-ზე მეტს) და უმნიშვნელოვანესი იყო თავდაცვის სამინისტროს დიზელით მომარაგების კუთხით. დიზელის წარმოების მესამედზე მეტი სიმძლავრის გათიშვა ნიშნავს, რომ დიზელის დეფიციტი უკვე უშუალოდ ფრონტის ხაზის მომარაგებასა და სამხედრო ლოგისტიკას ურტყამს.
ომსკის ქარხანა რუსული ავიაციისთვის (როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო) საავიაციო საწვავის ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელი იყო. მისი პარალიზება მკვეთრად ზღუდავს აეროდრომების გამტარუნარიანობას.
გარდა ამისა ზაფხული მარცვლეული მოსავლის აღების დროა, რაც მკვეთრად აძლიერებს რუსეთის საწვავის კრიზისს, რადგან სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა კატასტროფულად დიდი რაოდენობით დიზელსა და ბენზინს მოითხოვს. ციმბირის ფედერალურ ოლქში იწარმოება მთელი რუსული შვრიის 46%, ასევე ხორბლის 17% და ქერის 15%. მისი საწვავით მომარაგების 50 %-ზე მეტი ომსკის ქარხანაზე მოდიოდა.
მოკლედ, უკრაინა მიწვდა რუსეთის ნავთობგადამუშავების უკლებლივ ყველა უმსხვილეს ლუკმას. მათ შორის უკრაინაიდან ათასობით კილომეტრში მყოფებს.
როგორც ჩანს, უკრიანის შემდეგი ამოცანა იქნება ე.წ. “იამალის ჯვარზე” დარტყმა. ამ კონკრეტულ წერტილში, (სურათი ქვევითაა) სულ რაღაც 500×500 მეტრის ფართობის ტერიტორიაზე , ერთმანეთს ჯვარედინად გადაკვეთს რუსეთის ჩრდილოეთიდან მომავალი 17 უმსხვილესი მაღალი წნევის გაზსადენი და ნავთობსადენი. ესაა რუსეთის ენერგეტიკული გული: ამ პატარა ტერიტორიაზე გადის რუსეთში (კერძოდ, იამალსა და ციმბირში) მოპოვებული მთელი ბუნებრივი აირის თითქმის 80-89%.
შემდეგი სამიზნე, როგორც ჩანს, ეს იქნება. უკრაინა დიდი ხანია ემზდება ამისთვის და მისი დრონები ნელ ნელა უახლოვდებიან “იამალის ჯვარს”!
«Сла́ва Украи́не! Геро́ям сла́ва!»

1 hour ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·