უკრაინა პენტაგონის მარაგიდან კიდევ 500 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას მიიღებს

1 week ago 3

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას კიდევ 500 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარება გამოუყო. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილების შესახებ 12 დეკემბერს განაცხადეს თავდაცვის და სახელმწიფო დეპარტამენტებმა.

სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს საბრძოლო მასალებს მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებისთვის "ჰაიმარსი" (HIMARS), 155 და 105-მილიმეტრიან საარტილერიო ჭურვებს, უპილოტო საფრენ აპარატებს, "ჯაველინის" ტიპის ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს (Javelin) და რაკეტებს, ასევე, სხვა საბრძოლო მასალებსა და ტექნიკას.

უკრაინა ამ იარაღს და ტექნიკას შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის მარაგებიდან მიიღებს. პენტაგონის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2024 წლის 12 დეკემბრის ჩათვლით ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას გაუწია დაახლოებით 62.9 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება.

სრულად წაკითხვა