უკრაინა: ყირიმში დარტყმა განხორციელდა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საკომუნიკაციო ცენტრზე

23 hours ago 1

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ოკუპირებულ ყირიმში დაარტყეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საკომუნიკაციო ცენტრს.

„10-11 სექტემბრის ღამეს, საზღვაო ძალების ქვედანაყოფებმა დარტყმა განახორციელეს ყირიმის დროებით ოკუპირებულ ავტონომიურ რესპუბლიკაში, 184-ე სამეცნიერო-კვლევითი ექსპერიმენტული ბაზის „სევასტოპოლის“ ტერიტორიაზე რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საკომუნიკაციო ცენტრზე“, ნათქვამია ანგარიშში.

უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებმა აღნიშნეს, რომ აღნიშნული საკომუნიკაციო ცენტრი რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ქვედანაყოფების კონტროლს უზრუნველყოფდა.

დარტყმის შესახებ ინფორმაციის დამოუკიდებელი დადასტურება არ მოიპოვება.

სრულად წაკითხვა