14
უკრაინამ და ფინეთმა უპილოტო სისტემების ერთობლივად წარმოების შეთანხმებას ხელი მოაწერეს.
ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა, შეთანხმების დადების შესახებ უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ხელმოწერილი დოკუმენტი დრონების ერთობლივი წარმოების დაწყებას ითვალისწინებს. ფინეთის პრეზიდენტის თქმით, ფინური თავდაცვითი კომპანიები მუშაობის დასაწყებად მზად არიან.
“ფინეთის თავდაცვის სექტორის კომპანიები მზად არიან და ერთობლივი ძალისხმევა ახლა უკვე სრულად შეიძლება ამოქმედდეს.” – განაცხადა ალექსანდრ სტუბმა.
საწყისი მიზანი უკრაინის თავდაცვის ძალების საჭიროებებისთვის 320 სისტემის წარმოებაა.
საერთაშიროსო alia.ge