უკრაინამ მოსკოვზე დრონებით იერიში მიიტანა

1 day ago 4

4 მაისის ღამის საათებში უკრაინამ მოსკოვზე დრონებით იერიში მიიტანა, რის შედეგადაც რუსეთის დედაქალაქში რამდენიმე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი დაზიანდა.

უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინული ძალების იერიშის დროს დაზიანებული ობიექტები კრემლისა და წითელი მოედნიდან 7 კილომეტრის, ხოლო რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შენობიდან 3 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.

Telegram-არხებზე გავრცელდა იერიშის ამსახველი ვიდეოც, რომელშიც ჩანს, თუ როგორ დაფრინავს უკრაინული დრონი მოსკოვის თავზე:

თავის მხრივ, მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა სოციალურ მედიაში დაადასტურა უკრაინის იერიშის შესახებ ცნობები. მისი თქმით, დრონებით თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.

სრულად წაკითხვა