WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

უკრაინამ რუსეთის ქალაქ პენზაში ქვეყნის ყველაზე მსხვილ ონლაინ-სავაჭრო კომპანია Wildberries-ის მორიგ ლოგისტიკურ ცენტრზე მიიტანა იერიში.

უკრაინული დრონების დარტყმის შედეგად, ობიექტზე ხანძარი გაჩნდა.

ეს ობიექტი Wildberries-ის ერთ-ერთი მთავარი სადისტრიბუციო ცენტრია, რომელიც ვოლგას ფედერალურ ოლქს ემსახურება.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში უკრაინამ Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრები და საწყობები რუსეთის სხვა ქალაქებშიც დაბომბა, მათ შორის, მოსკოვის ოლქშიც.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ეს საწყობები რუსულ ჯარს ამარაგებდნენ დრონების კომპონენტებითა და ნავიგაციის აღჭურვილობით.