უკრაინამ რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე მიიტანა იერიში

1 week ago 7

რუსეთის საინფორმაციო სააგენტო „რიას“ ინფორმაციით, უკრაინამ რუსეთზე მორიგი იერიში მიიტანა. სამიზნე კალუგის ოლქში არსებული ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა გახდა. „რიას“ ცნობით, თავდასხმა მოსკოვის ოლქის მოსაზღვრე რაიონში დრონების, უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით მოხდა.

კალუგის ოლქის გუბერნატორი ვლადისლავ შაპშა ამბობს, რომ იერიშების შემდეგ, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა, რომელიც მეხანძრეებმა მყისიერად ჩააქრეს. შაპშას დეტალებზე არ უსაუბრია და არ დაუკონკრეტებია, თუ ქარხნის რა ნაწილში გაჩნდა ცეცხლი.

ვრცელდება დაუზუსტებელი ცნობები, რომ თავდასხმის შედეგად, ქარხნის ტერიტორიაზე სამი კონტეინერი განადგურდა. აქედან ორი დიზელის საწვავით იყო სავსე, მესამეში კი მაზუთი იყო.

რუსეთის ოფიციალური პირების ცნობით, თავდასხმის შედეგად არავინ დაღუპულა ან დაშავებულა.

ბოლო თვეების განმავლობაში რუსეთის ენერგოობიექტებზე უკრაინის თავდასხმები გახშირდა. კიევი ამბობს, რომ მისი სამიზნე რუსეთის მშვიდობიანი მოსახლეობა არ არის.

სრულად წაკითხვა