უკრაინას პორტუგალია 100 მილიონ ევროს გამოუყოფს

2 months ago 35

პორტუგალია 100 მილიონ ევროს გაიღებს ჩეხეთის ინიციატივისთვის, რომლის მიზანიც მესამე ქვეყნებიდან, უკრაინისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებააა,- განაცხადა ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ.

სამინისტროს თქმით, ინიციატივა მიზნად ისახავს სხვადასხვა კალიბრის საბრძოლო მასალის სწრაფად მიწოდებას კიევისთვის, განსაკუთრებით - 155 მილიმეტრის ზომის ჭურვების.

”ამ საბრძოლო მასალის გამოყენებამ ბრძოლის ველზე მიაღწია უკიდურესად მაღალ დონეს, რაც სასიცოცხლოა და აუცილებელს ხდის უკრაინისთვის დამატებითი საბრძოლო მასალის მოძიებას რუსეთის მუდმივ და უფრო ინტენსიურ თავდასხმებზე საპასუხოდ”, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა 14 მარტს განაცხადა, რომ უკრაინას ეწურება საბრძოლო მასალა და რომ მოკავშირეები საკმარისს არ აკეთებენ კიევის დასახმარებლად.

საბრძოლო მასალის მარაგი უკრაინისთვის გადამწყვეტ საკითხად იქცა, რადგან ფრონტზე ძირითადად საარტილერიო ბრძოლა მიმდინარეობს.

სრულად წაკითხვა