კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა უკრაინაში: რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში გმირულად დაეცა თემურ შანავა.
“ოდიშინიუსისს” ინფორმაციით, წარმოშობით წალენჯიხელი, უკრაინის მოქალაქე თემურ შანავა უკრაინელ თანამებრძოლებთან ერთად მოხვდა ალყაში, თვითონ ბოლო მომენტამდე პოზიციაზე დარჩა და იგერიებდა მტერს, რითაც სხვებს ალყიდან გაღწევის საშუალება მისცა, თავად კი ალყიდან გასვლა ვერ მოასწრო.
იმის გამო, რომ თემურ შანავას ცხედარი ცხელ წერტილში იყო, მისი გამოსვენება 8 დღის განმავლობაში ვერ მოხერხდა და მხოლოდ მს შემდეგ მოხდა, რაც უკრაინელებმა დაკარგული პოზიციები დაიბრუნეს და თემურ შანავა მეგობრებმა ამოიცნეს.
ტელე-რადიოკომპანია ოდიში სამძიმარს უცხადებს თემურის დედ-მამას, ოჯახის წევრებს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს.
დიდება გმირებს!

2 hours ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·