WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

უკრაინაში, რუსეთის წინააღმდეგ ომის დროს დაიღუპა კიდევ ერთი ქართველი, ლაშა ბროლაძე. ინფორმაციას მისი თანამებრძოლი გიორგი ფარცვანია ავრცელებს.

„სამწუხაროდ დაიღუპა ჩვენი თანამებრძოლი ლაშა ბროლაძე. ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს და თანამებრძოლებს. გამომშვიდობება ხვალ, 12 ოქტომბერს“, - წერს ფარცვანია „ფეისბუკში“.

ლაშა ბროლაძე წარმოშობით გურიიდანაა. მან განათელება სოფელ მერიის სკოლაში მიიღო.

„უკრაინაში დაიღუპა ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული ლაშა ბროლაძე. ვუსამძიმრებ ოჯახს, თანამებრძოლებს, სოფელს, სკოლას. უფალმა ნათელში ამყოფოს მისი სული“, - დაწერა ამ სკოლის დირექტორმა, ავთანდილ კეჭაყმაძემ „ფეისბუუკში“.

რადიო თავისუფლების მიერ ოთხ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, იგი ერთ-ერთია იმ 90-მდე ქართველთა შორის, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულ ომს ემსხვერპლა.

  • რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის პირველივე დღეებიდან, უკრაინაში რამდენიმე ასეული ქართველი მოხალისე იბრძვის.
  • მოხალისეთა პირველი ნაკადი საქართველოდან უკრაინაში 2022 წლის მარტის დასაწყისში წავიდა.
  • ისინი სხვადასხვა ბატალიონში ირიცხებიან და მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში, ფრონტის წინა ხაზზე.
  • ქართველი მებრძოლების დაღუპვის შესახებ პირველი ცნობა 2022 წლის 18 მარტს გავრცელდა.
  • უკრაინაში დაღუპული 90-მდე ქართველიდან, 10-ზე მეტის ცხედარი კვლავ უკრაინაში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რჩება.