უკრაინაში, პოლტავაზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა

3 hours ago 1

უკრაინის ქალაქ პოლტავაზე რუსეთის არმიის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა, იტყობინება უკრაინის საგანგებო ვითარებათა სამსახური.

1 თებერვლის თავდასხმისას დაღუპულთა შორის ორი ბავშვია. დაშავებულ 17 ადამიანს შორის ოთხი ბავშვია. მაშველებმა ნანგრევებიდან გამოიყვანეს 20 ადამიანი. სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

პოლტავის ოლქში გამოცხადებულია სამდღიანი გლოვა.

2 თებერვლის ღამით რუსეთის ჯარმა დაარტყა ხარკოვის ოლქის სლობოდის რაიონს, რის შედეგადაც საწარმოში გაჩნდა ხანძარი, რომელიც ორი ათასი კვადრატული მეტრის არეალს მოედო. დნეპროპეტროვსკის ოლქში რამდენიმე შენობა, გაზსადენი და ელექტროგადამცემი ხაზები დაზიანდა. მსხვერპლი არ არის, იტყობინება რეგიონის ხელმძღვანელი, სერჰი ლისაკი. უკრაინის არმიის ცნობით, უკრაინის რეგიონებზე იერიში მიიტანეს სულ 55 დრონით, მათგან 40 ჩამოაგდეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო თავის ანგარიშში 1 თებერვლის შესახებ წერს უკრაინის თავდაცვითი ინფრასტრუქტურის ობიექტებზე დარტყმის შესახებ. 2 თებერვალს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ დაარტყა სამხედრო აეროდრომებსა და უკრაინის არმიის საწვავის საცავებს. ამავე უწყების თანახმად, სხვადასხვა იარაღის გამოყენებით უკრაინის არმიის ცოცხალ ძალას ზარალი მიაყენეს 153 რაიონში.

სრულად წაკითხვა