სამწუხაროდ, უკრაინაში, ზაპოროჟიის ოლქში “ქართული ლეგიონის” კიდევ ორი მებრძოლი დაიღუპა: ნოდარ ნასიროვისა და გიორგი გოგიაშვილის დაღუპვის შესახებ ინფორმაციას “ქართული ლეგიონი” ოფიციალურად ადასტურებს. 

“ფრონტის ხაზზე საბრძოლო დავალების შესრულების დროს ქართული ლეგიონის მეომრები, ნოდარ ნასიროვი და გიორგი გოგიაშვილი დაიღუპნენ.

ქართული ლეგიონი სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს.

დიდება გმირებს!”, – წერს “ქართული ლეგონის” ოფიციალურ გვერდზე. 

ტელე რადიოკომპანია “ოდიში” თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს, სრულიად საქართველოს…