უკრაინელების დრონების გამო, სარატოვსა და სამარაში “დაცხა”

2 hours ago 4

უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობის განცხადებით, გუშინ, ღამის განმავლობაში, უკრაინულმა დრონებმა წარმატებით შეუტიეს რუსეთის სიღრმეში, სარატოვისა და სამარის ოლქებში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ობიექტებს და ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს.

უკრაინული მედიის ინფომაციით, უკრაინული ძალების დარტყმების შედეგად რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების ტერიტორიაზე ძლიერი ხანძრები გაჩნდა.

ამასთან, უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალების დანაყოფებმა სამარაში მაგისტრალური სატრანსპორტო ობიექტი დააზიანეს, რომელსაც სხვადასხვა საბადოდან მოპოვებული ნავთობი გადააქვს.

სრულად წაკითხვა