უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ავდეევკის მიმართულებაზე რუსი ოკუპანტების შეტევების ტემპი შეანელეს მას შემდეგ, რაც 17 თებერვალს ოკუპანტებმა ქალაქი აიღეს. 

აშშ-ის ომის შემსწავლელ ინსტიტუტში (ISW) ამბობენ, რომ რუსი ოკუპანტები არ მისცემენ საშუალებას უკრაინელებს, გააუმჯობესონ თავიანთი პოზიციები ფრონტის ხაზის გასწვრივ, ხოლო ის დაყოვნება, რომელიც არსებობს აშშ-ის მხრიდან შეიარაღების მიწოდებაში, შესაძლოა, ზრდიდეს რუსი სამხედროების შანსს მცირე წარმატებისთვის.