უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთში ორ სამხედრო აეროდრომს დაარტყეს

2 months ago 15

უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა, 6 ივნისის ღამეს, რუსეთის, სარატოვისა და რიაზანის ოლქებში მდებარე ორ რუსულ აეროდრომზე და სხვა მნიშვნელოვან სამხედრო ობიექტებზე წარმატებული დარტყმა განახორციელეს.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, სარატოვის ოლქში საწვავისა და საპოხი მასალების სულ მცირე სამ ავზზე დარტყმები დადასტურდა, რასაც ობიექტზე აალება და მასშტაბური ხანძარი მოჰყვა.

6 ივნისის ღამეს, წარმატებული დარტყმა განხორციელდა სარატოვის ოლქში, „ენგელსის“ აეროდრომზე, მტრის თვითმფრინავების კონცენტრირების ადგილზე. ასევე დარტყმა მიაყენეს რიაზანის ოლქში მდებარე „დიაგილევოს“ აეროდრომს, სადაც განთავსებულია საჰაერო ტანკერები და მოიერიშე თვითმფრინავები, რომლებიც უკრაინის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმების მხარდასაჭერად გამოიყენება. გარდა ამისა, „დიაგილევოდან“ მტრის სტრატეგიული ბომბდამშენები დაფრინავენ“, – აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.

Astra Telegram-ის არხმა ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ NASA-ს თანამგზავრებმა დააფიქსირეს ხანძარი ნავთობის საცავში, რომელიც საწვავს აწვდის ენგელს-2-ის სამხედრო აეროდრომს.

რეგიონის გუბერნატორმა დაადასტურა, რომ ენგელსში ხანძარი „ერთ-ერთ სამრეწველო საწარმოში“ გაჩნდა, თუმცა მისი სახელი არ ახსენა.

სრულად წაკითხვა