WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა არ დათანხმდება არმიის რაოდენობის შემცირებას ან ნეიტრალურ სტატუსს შესაძლო სამშვიდობო შეთანხმებაში – ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია პრავდა ავრცელებს.

ზელენსკის თქმით, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს რუსული მხარე ვერ განსაზღვრავს.

„ამის მთავარი ასპექტია ის, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ვისაუბროთ ჩვენი სახელმწიფოს ნეიტრალიტეტზე და არც უნდა ვისაუბროთ. ჩვენი ხედვა, პრინციპში, ემთხვევა ამერიკულს. არ შეგვიძლია ვისაუბროთ უკრაინული არმიის შეზღუდვაზე.

ამრიგად, დასკვნები ნათელია: ჩვენი არმიის შეზღუდვისა და უკრაინის ნეიტრალიტეტის საკითხები განხილვას არ ექვემდებარება. ტერიტორიული საკითხი კი წითელი ხაზია, რომლის განხილვაც მხოლოდ ლიდერების დონეზე შეიძლება“ – აღნიშნა ზელენსკიმ.