WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

უკრაინის პარლამენტმა, ვერხოვნა რადამ მხარი დაუჭირა გენერალური პროკურორის თანამდებობიდან რუსლან კრავჩენკოს გათავისუფლებას.

პარლამენტის სხდომაზე კენჭისყრა 15 სექტემბერს ჩატარდა. დეპუტატებმა გადაწყვეტილება 317 ხმით მიიღეს.

წინა საღამოს პრეზიდენტმა ზელენსკიმ საომარი მდგომარეობის სამართლებრივი რეჟიმის კანონის შესაბამისი მუხლით ისარგებლა, კრავჩენკო გენერალური პროკურორის თანამდებობას ჩამოაშორა და პარლამენტს მიმართა გადაწყვეტილების ოფიციალურდ დადასტურების მიზნით.

ზელენსკის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა კრავჩენკოს მიერ 14 სექტემბერს დილით გავრცელებული ვიდეომიმართვა, რომ ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორი სემენ კრივონოსი ეჭვმიტანილია დოკუმენტების გაყალბებაში.