უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ „უახლოეს მომავალში“ მოლდოვაში ქართველ კოლეგას შეხვდება

1 hour ago 1

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრიი სიბიჰამ, განაცხადა, რომ თავის ქართველ კოლეგას, მაკა ბოჭორიშვილს, „უახლოეს მომავალში“ მოლდოვაში შეხვდება.

„ჩვენ გვსურს ახალი გვერდის გახსნა ჩვენს ქართველ პარტნიორებთან“, – განაცხადა სიბიჰამ 11 მაისს ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე მისვლისას, ორი ქვეყნის ლიდერებს შორის ერევანში ბოლო შეხვედრის შესახებ Euroscop-ის კითხვის საპასუხოდ. მან შეხვედრას „ისტორიული“ უწოდა და დასძინა, რომ „ეს იყო შეხედულებების კარგი გაცვლა“ და გამოთქვა მზადყოფნა, გააგრძელოს „კონსტრუქციული დიალოგი“.

„მოლდოვაში, უახლოეს მომავალში, მე შევხვდები ჩემს კოლეგას საქართველოდან“, – აღნიშნა მან ზუსტი თარიღის გამხელის გარეშე. „გვსურს, სათანადოდ მოვაგვაროთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების დიპლომატიური კურსი. ჩვენი ხალხი, ჩვენი საზოგადოებები ამას იმსახურებენ. დიახ, ჩვენს ორმხრივ დღის წესრიგში რამდენიმე მგრძნობიარე საკითხია, მაგრამ ჩვენ მზად ვართ წინსვლისთვის“, – დასძინა მან.

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა