უკრაინისადმი იაპონიის მხარდაჭერა ურყევია - ტოკიო

1 month ago 21

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უთხრა, რომ მისი ქვეყნის მხარდაჭერა უკრაინისადმი ურყევია. განცხადებას იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„პრემიერ-მინისტრმა კიშიდამ თქვა, რომ მას სურს გამოხატოს გულწრფელი პატივისცემა პრეზიდენტ ზელენსკის და უკრაინის ხალხის გამბედაობის მიმართ და იაპონიის პოზიცია ურყევია უკრაინის გვერდით დგომასთან დაკავშირებით", - ნათქვამია იაპონიის საგარეო უწყების მიერ დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ორი ქვეყნის ლიდერი ერთმანეთს ტელეფონით ოთხშაბათს, 3 აპრილს ესაუბრა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი "ტვიტერი") გამოქვეყნებულ განცხადებაში თქვა, რომ მან კიშიდას მიაწოდა ინფორმაცია ბრძოლის ველზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადების მიხედვით, მან იაპონიის ლიდერთან საუბარში ასევე გაუსვა ხაზი რუსეთზე სანქციების ზეწოლის გაძლიერებისა და გაყინული რუსული აქტივების ჩამორთმევის მექანიზმის შექმნის აუცილებლობას.

სრულად წაკითხვა